ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰამასის ლიდერს იაჰია სინვარს და დაჯგუფების კიდევ რამდენიმე წევრს 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენა.
ჰამასის წევრებს შვიდი ბრალდება წაუყენეს, მათ შორისაა შეთქმულება უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის მატერიალური მხარდაჭერისთვის, რამაც გამოიწვია სიკვდილი, შეთქმულება ტერორიზმის დასაფინანსებლად და აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობა.
ოფიციალურ ბრალდებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასმა ჩაიდინა ყველაზე ძალადობრივი, ფართომასშტაბიანი ტერორისტულო თავდასხმა დღემდე.
ასევე ნათქვამია, რომ ჰამასის წევრებმა სექსუალურად იძალადეს ქალებზე, დახოცეს ბავშვები და მოხუცები. მოკლულია ამერიკის სულ მცირე 43 მოქალაქე.
გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის თქმით, ეს მათი ძალისხმევის მხოლოდ "ერთი ნაწილია" და "ეს ქმედებები არ იქნება ბოლო".