logo
ENG



აშშ-ს ახალი რეზოლუცია რუსეთის დიდი შვიდეულის სამიტებში მონაწილეობას ეწინააღმდეგება

31 ოქტ 201908:27
3 წუთის საკითხავი
 
zt768pw16du143t.png

შეერთბული შტატების კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც  რუსეთის დიდი შვიდეულის სამიტებში მონაწილეობას ეწინააღმდგება. წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად  დაუჭირა მხარი დოკუმენტს, სადაც წერია რომ  რუსეთის ფედერაციის სამიტებზე მოწვევის პირობა, მოსკოვის მიერ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული საზოგადოების სტანდარტებისადმი პატივისცემაა.

რეზოლუციის ავტორის განცხადებით,  მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში განხორციელებული აგრესიული ქნედებების გამო, დიდი რვიანიდან გააძევეს, კრემლი კიდევ უფრო მეტ აგრესიას ავლენს უკრაინაში,  ასევე ძირს უთხრის დემოკრატიას სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც. 

 


close დახურვა