"დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ ისინი, რომლებიც ჟურნალისტებზე თავდასხმით საქართველოს დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან" - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კელი დეგნანმა მედიის წარმომადგენლებს საელჩოში უმასპინძლა. დიპლომატის განცხადებაში ნახსენებია მედიაგარემოს საგანგაშო გაუარესება და ჟურნალისტების შევიწროების, დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმის შემთხვევების შემაშფოთებელი ზრდა. ელჩმა განსაკუთრებით 5 ივლისის მოვლენებსა და ორგანიზატორების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
აშშ-ს ელჩი მედიის მიმართ განხორციელებულ თავდასხმებზე
12 ივლ 202220:29
3 წუთის საკითხავი