logo
ENG



აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ადასტურებს, რომ თეთრი სახლი ზელენსკიზე ზეწოლას ახდენდა

23 ოქტ 201914:47
3 წუთის საკითხავი
 
1rzaoquvcgrobw8.png

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ადასტურებს, რომ თეთრი სახლი ვოლოდიმერ ზელენსკიზე ზეწოლას ახდენდა. ბილ ტეილორმა ჩვენება კონგრესს მისცა. მისი თქმით, სამხედრო დახმარების მიღებისა და დონალ ტრამპთან პირისპირ შეხვედრის სანაცვლოდ უკრაინის პრეზიდენტს კომპანია ბურისმასთან გამოძიების დაწყებას სთხოვდნენ. დიპლომატი ამბობს, რომ უკრაინის პირველ პირს გამოძიებას დაწყებასთან დაკავშირებით განცხადება "სიენენის" ეთერში უნდა გაეკეთებინა.

ბილ ტეილორის ჩვენებას გამოეხმაურა თეთრი სახლიც. ადმინისტრაციის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს ცუდი არაფერი გაუკეთებია, გამოძიება კი მხოლოდ ბინძური კამპანიაა. თავად ტრამპა კი იმპიჩმენტის პროცესი ლინჩის წესით გასამართლებას შეადარა. 


close დახურვა