logo
ENG



აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ანკარაში გაემგზავრა

17 ოქტ 201911:52
3 წუთის საკითხავი
 
8mqk2evpk06266y.png

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან ერთად ანკარაში გაემგზავრა. ცნობილია, რომ მათ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სირიის ოპერაციის შეჩერებაში უნდა დაარწმუნონ.

თავდაპირველად თურქეთის ლიდერი შეეცადა ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრისთვის თავი აერიდებინა, საბოლოოდ კი მხარეებს შორის მოლაპარაკებები მაინც გაიმართება.

პარალელურად გამოქვეყნდა დონალდ ტრამპის წერილი, რომელიც მან ერდოღანს 9 ოქტომბერს მისწერა და სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებდა.

 


close დახურვა