ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ვიდეომიმართვით მიულოცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში, აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობასა და საერთო მიღწევებზე საუბრობენ.
„დღეს აღინიშნება თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დაფუძნების დღე. ამ ისტორიული მოვლენიდან 102 წლის თავზე საქართველომ თავისი ხალხის შეუპოვრობითა და სიმტკიცით გამოწვევები თანმიმდევრულად გადალახა თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველო ჩვენი მეგობარი და პარტნიორია. შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს“, - განაცხადა თავდაცვის მდივნის მაოდგილემ დევიდ ნორქუისტმა.
მათ იმედი გამოთქვეს, რომ მომავალ წელს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.