logo
ENG



აშშ-ს ინფექციონისტი:ვირუსთან დაკავშირებული კრიზისი ჯერ არ დასრულებულა

10 ივნ 202008:34
3 წუთის საკითხავი
 

"ვირუსთან დაკავშირებულ კრიზისი ჯერ არ დასრულებულა",- ამის შესხებ განცხადება აშშ-ს პირველმა ინფექციონისტმა გააკეთა. ენტონი ფაუჩიმ კოვიდ-19 მისი განვითარების ეტაპზე „საშინელ კოშმარულ სიზმარს" შეადარა. მისი თქმით, კრიზისი უამრავ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში ჯერ არ დასრულებულა, შეზღუდვების მოხსნა კი დაწყებულია.

ამერიკის 22 შტატში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ იზრდება. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტმა განმარტა, ვირუსის ასიმპტომური გადაცემის რისკთან დაკავშირებული საკითხი ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია. მსოფლიოში კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ შვიდ მილიონს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, პანდემიით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 413 ათასი შეადგინა. 


close დახურვა