ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საჩუქრად 226 000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღჭურვილობის გადაცემის მიზანი ნებისმიერ საფრთხეზე სწრაფი რეაგირების მოხდენაა.
"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმარება საქართველოს, რომ საქართველომ შეძლოს სწრაფი რეაგირება ნებისმიერ საფრთხეზე. დღეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ამერიკის საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსაგან საჩუქრად მიიღო 226 000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა", - წერია განცხადებაში.