logo
ENG



აშშ-ს სენატმა ტრამპი გაამართლა

06 თებ 202002:47
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის სენატმა დონალდ ტრაპი გაამართლა. კერძოდ, ამერიკის პრეზიდენტის საიმპიჩმენტო პროცესი დასრულდა და სასამართლო პროცესზე სენატორებმა გამოძიების ფარგლებში წაყენებულ ორივე მუხლში ის გაამართლეს. დონალდ ტრამპი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისათვის ხელის შეშლაში უდანაშაულოდ ცნეს. შესაბამისად სენატორებს მხარი არ დაუჭერიათ მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე. 

სამაგიეროდ, დემოკრატ სენატორებს ტრამპი დამნაშავედ მიაჩნია და თვლიან, რომ ის კონგრესს ხელს უშლის. 47 სენატორმა სწორედ აღნიშნულს მისცა ხმა, თუმცა განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ რესპუბლიკელ სენატორებს. მათ 53 ხმით პრეზიდენტი უდანაშაულოდ შეაფასეს. 

მეორე ბრალდება - ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ამ შემთხვევაში დემოკრატებს ერთი რესპუბლიკელის ხმაც დაემატა, მაგრამ ხმათა უმრავლესობა მაინც რესპუბლიკელებს ერგოთ. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი 18 დეკემბერს გამოუცხადა. 

 


close დახურვა