logo
ENG



აშშ-ში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა

18 ივლ 202210:09
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის ინდიანას შტატში, ქალაქ გრინვუდის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 3 ადამიანია მოკლული და 2 დაჭრილი.

კვირას საღამოს, მამაკაცმა, რომლის ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებენ, შენობაში ცეცხლი გახსნა.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელი სასიკვდილოდ დაჭრა სავაჭრო ცენტრში მყოფმა 22 წლის კაცმა, რომელიც კანონიერად იყო შეიარაღებული. 

დაზარალებულ პირთა შორის არის 12 წლის გოგონა, რომლის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის განმარტებით, მას მინიმალური დაზიანებები აქვს მიღებული. 


close დახურვა