logo
ENG



აშშ-ში Apple-ის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით 2 ქართველს ეძებენ

04 აგვ 202312:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/04/5649s3wacxlurt8.jpg
6abc

აშშ-ში, პენსილვანიაში Apple-ის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით 2 ქართველ კაცს ეძებენ. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა 6abc ავრცელებს

პოლიციის ცნობით, ისინი 10 000-ზე მეტი დოლარის ღირებულების პროდუქციის მოპარვაში არიან ეჭვმიტანილები.

უწყების თქმით, გიორგი ონაშვილმა და გიორგი ადეიშვილმა 2022 წლის 19 სექტემბრიდან 2023 წლის 27 ივნისის შუალედში სხვა თანამზრახველებთან ერთად, სავარაუდოდ, ჯამში 8 ქურდობა ჩაიდინეს.

ორივე მათგანს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.


close დახურვა