ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ პრაიმერიზში ჯო ბაიდენი იმარჯვებს. დემოკრატებმა შიდაპარტიული არჩევნები ერთდოულად 6 შტატში გაიმართეს. უკანასკნელი მონაცემებით, მისისიპიში, მისურიში, აიდაჰოსა და მიჩიგანში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დამაჯერებლად ლიდერობს. ბაიდენი იმარჯვებს ვაშინგტონის შტატშიც, სადაც დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერების ნაწილმა საკუთარი არჩევანი კორონავირუსის გამო ონლაინ დააფიქსირა.
თავად ჯო ბაიდენმა გამარჯვება „ თეთრი სახლის ღირსების აღდგენისკენ" გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. მას მხარი უკვე ღიად დაუჭირეს მხარი ყოფილმა კონკურენტებმა - მაიკლ ბლუმბერგმა და პიტ ბუტიჯიჩმა.
საბოლოოდ დემოკრატიული პარტია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატს ზაფხულში დაასახელებს.