ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა, 40 000 გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 1,561 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა დაინფიცირების 25 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა. მთლიანობაში შეერთებულ შტატებში ინფიცირების 765 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული.
მხოლოდ ნიუ-იორკის შტატში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 507 ადამიანი გარდაიცვალა. შტატის გუბერნატორის თქმით, შემცირებულია ჰოსპიტალიზების მაჩვენებელიც. ენდრიუ კუომო ამბობს, რომ პანდემიასთან ბრძოლა ჯერ მოგებული არ არის, თუმცა დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება მხოლოდ დინამიკის გაანალიზების შემდეგ არის შესაძლებელი.