logo
ENG



აშშ-ში მცხოვრები ქართველების ნაწილი პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს

13 იან 202412:31
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.

განცხადებაში, რომელიც ონლაინ პეტიციას თან ახლავს, ნათქვამია, რომ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია და მის მიმართ შურისძიება საქართველოს პრორუსული ხელით ხორციელდება.

"სააკაშვილის გათავისუფლებით თქვენ შეძლებთ პოლარიზაციის შემცირებას საქართველოში, რაც ასევე არის ჩვენი ევროპელი მეგობრების და ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნა. ეს უკანასკნელი დასტურდება ბოლო ხანებში ჩატარებული ყველა მეტ-ნაკლებად ავტორიტეტული გამოკითხვით.

პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლებით, თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენებთ თქვენი ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას და ხელს შეუწყობთ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას.

მხოლოდ ძლიერი ოპოზიცია შეძლებს, არ მისცეს საქართველოს პრორუსულ მთავრობას არჩევნების გაყალბების საშუალება და იყოს იმის გარანტი, რომ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამ გზით არჩეული მთავრობა შეძლებს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. ამ პროცესში აუცილებელია ყველა გამოცდილი პროდასავლელი პოლიტიკოსის და ბუნებრივი მოკავშირის ჩართულობა და სააკაშვილი სწორედ ასეთ პიროვნებად წარმოგვიდგენია.

ოლიგარქის ძალაუფლებისგან ჩამოშორების გარეშე, შეუძლებლად მიგვაჩნია დეოლიგარქიზაციის პროცესი და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის განხორციელება. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება თავისუფალი სასამართლოს შექმნა, რაც არის საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ერთადერთი ურყევი გარანტია", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა