logo
ENG



აშშ-ში პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა

08 თებ 202017:37
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. პირდაპირ ეთერში საკუთარი მოსაზრება შვიდმა კანდიდატმა, მათ შორის აიოვაში ჩატარებულ პრაიმერიზში გამარჯვებულმა პიტ ბუტიჯიჩმა და ბერნი სანდერსმა მიიღეს.

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას შვიდივე კანდიდატი შეთანხმდა, რომ რუსეთის საფრთხის ფონზე, ნატოს მხარდაჭერაა აუცილებელი. კანდიდატებს ერთიანი პოზიცია ჰქონდათ პარტიის მიზნებთან დაკავშირებითაც, თუმცა პიტ ბუტიჯიჩმა შიდა რეფორმების გატარების აუცილებლობაზე ისაუბრა, რამაც ჯო ბაიდენის უკმაყოფილება გამოიწვია.

დებატები ნიუ-ჰემფშირში ჩატარდა, სადაც 11 თებერვალს პრაიმერიზია დაგეგმილი. 


close დახურვა