logo
ENG



აშშ-ში ტრამპის პირადი ადვოკატის ინფორმატორები დააკავეს

11 ოქტ 201915:08
3 წუთის საკითხავი
 
0iyn09gk36u19kc.jpg

 შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატის რუდი ჯულიანის ინფორმატორები დააკავეს.  გავრცელებული ცნობით, ლევ პარნასი და იგორ ფრუმენი, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად, პრეზიდენტის იურისტს ინფორმაციას აწვდიდნენ.

ბიზნესმენები დალასის აეროპორტში აიყვანეს, საიდანაც ისინი ვენაში გამგზავრებას აპირებდნენ. ოფიციალურად, მათ ბრალად ედებათ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევა. გამოძიების ცნობით, ორივე ბიზნესმენი თანხების მობილიზებას "რესპუბლიკური" პარტიის კანდიდატების დასაფინანსებლად ფულის გათეთრების საშუალებით ახდენდა.

კონგრესი საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში ორივე ბიზნესმენის დაკითხვაზე დაბარებას გეგმავდა.


close დახურვა