logo
ENG



აშშ: ბაიდენი ლიდერობს, თუმცა სურათი შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს

04 ნოე 202017:22
3 წუთის საკითხავი
 
on50zbr9m69u44x.jpg

ამ დროის მონაცემებით, ამერიკის საპრეზიდენტო მარათონში კვლავ დემოკრატი ჯო ბაიდენი ლიდერობს, მას 238 საარჩევნო დელეგატი ჰყავს მოგროვებული, ტრამპს კი - 213.

თუმცა სურათი შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს. ამ დროისთვის, დაუთვლელ შტატებს შორის არის: ნევადა, ვისკონსინი, მიჩიგანი, პენსილვანია, ჩრდ. კაროლინა და ჯორჯია. შტატების ჯამური საარჩევნო დელეგატების რაოდენობა 83-ია. 

შტატებს შორის, ამ დროისთვის ჯო ბაიდენი ლიდერობს: ნევადაში (6 დელეგატი) და ვისკონსინში (10 დელეგატი). 

ტრამპი კი - ჯორჯიაში (16 დელეგატი), ჩრდ. კაროლინაში (15 დელეგატი) და პენსილვანიაში (20 დელეგატი). 

მიჩიგანის შტატში (16 დელეგატი), სადაც ხმების 90% დათვლილია, ტრამპი 13 000 ხმით ლიდერობს (ბაიდენი 49,1% ; ტრამპი 49,4%). ხმების 10 პროცენტი ჯერ კიდევ დასათვლელია, შესაბამისად, მაღალი ალბათობაა იმისა, რომ საბოლოო სურათი რადიკალურად შეიცვალოს. 

საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად თითო კანდიდატს 270 საარჩევნო დელეგატის მოგროვება სჭირდება. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ბედი, შესაძლოა, მიჩიგანისა და პენსილვანიის შედეგებმა გადაწყვიტოს. 


close დახურვა