logo
ENG



აშშ - დასავლეთ სანაპიროს სტატუსზე თავად ებრაელები და პალესტინელები უნდა შეთანხმდნენ

19 ნოე 201909:01
3 წუთის საკითხავი
 
je2vuqsbe4xcffe.jpg

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების არსებობა საერთაშორისო კანონს არ ეწინააღმდეგება. განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა, რითაც ვაშინგტონმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაული დასახლებების მიმართ პოზიცია შეცვალა. პომპეომ განმარტა, რომ დასავლეთ სანაპიროს სტატუსზე თავად ებრაელები და პალესტინელები უნდა შეთანხმდნენ.  აღნიშნულ დასახლებებთან დაკავშირებით პოლიტიკის შეცვლა ისტორიული შეცდომის გამოსწორებად შეაფასა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და სხვა ქვეყნებსაც შეერთებული შტატების მიბაძვისკენ მოუწოდა. ვაშინგტონის განცხადებას გამოეხმაურა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და დასძინა, რომ ებრაულ დასახლებებთან დაკავშირებით შტატების პოზიციის შეცვლას სახიფათო შედეგები მოჰყვება.

 

 


close დახურვა