logo
ENG



აშშ და თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაზე შეთანხმდნენ

17 ოქტ 201921:50
3 წუთის საკითხავი
 
j8at10ucw9kszjo.png

აშშ და თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს პრეზიდენტი "ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს.

„ტრამპმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და მოუწოდა თურქეთს, შეაჩერონ ძალადობა და დათანხმდნენ მოლაპარაკებას. დღეს სიამაყით გატყობინებთ, პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი მმართველობის წყალობით და პრეზიდენტ ერდოღანთან და თურქეთთან აშშ-ის მტკიცე ურთიერთობის დამსახურებით, აშშ-ი და თურქეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. თურქული მხარე დააპაუზებს ოპერაციას, რათა ქურთების სახალხო შენაერთები უსაფრთხო ზონიდან გავიდნენ მომდევნო 120 საათის განმავლობაში. ხოლო ოპერაცია სრულად შეწყდება მას შემდეგ, რაც აღნიშნული ძალები გავლენ,“ - განაცხადა მაიკ პენსმა.

ამერიკულმა დელეგაციამ ანკარაში რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან მოლაპარაკებები დღეს გამართა. შეხვედრა საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სწორედ ამ მიზნით თურქეთში მაიკ პენსი და მაიკ პომპეო ჩავიდნენ. 

თურქეთის შეტევა ქურთთა პოზიციებზე რვა დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც ინტენსიურად იბომბებოდა ქალაქი რას-ალ-აინი.

 


 


close დახურვა