logo
ENG



აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში მცირე ზომის მოდულური რეაქტორი (SMR) აშენდება

13 ნოე 202216:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/13/02fal6bl7jdveql.jpg

აშშ და უკრაინას შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მცირე ზომის მოდულური რეაქტორი აშენდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან ჰალუშჩენკოსა და აშშ-ის პრეზიდენტის კლიმატის საკითხებში წარმომადგენელს ჯონ კერის შორის შეთანხმება გაეროს კლიმატის შესახებ 27-ე კონფერენციაზე დაიდო.

აშშ-ის ცნობით, უკრაინაში იწყებენ პროექტის „სუფთა საწვავის“ განხორციელებას, რომელიც უსაფრთხო მცირე მოდულური რეაქტორის (SMR) და ელექტროლიზის უახლესი ტექნოლოგიების  საშუალებით საწვავის სახით სუფთა წყალბადისა და ამონიუმის წარმოებას ითვალისწინებს.

აშშ-ის ცნობით, ეს პროექტის საპილოტე ვერსიაა და მისი მიზანი ჟანგბადის ელექტროლიზის გამოყენებით სუფთა საწვავის გამომუშავებაა.

„პროექტის მიზანია უკრაინის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზნების მხარდაჭერა, რთულად შემცირებადი ენერგო-სექტორის დეკარბონიზაცია [ნახშირბადის გამოყოფის შემცირება] სუფთა წყალბადის გენერირებით და გრძელვადიანი საკვების უსაფრთხოება ამონიუმზე დამზადებული სასუქის გამოყენებით.

გარდა ამისა, მისი მიზანი მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით უკრაინის ინოვაციური სუფთა ენერგიის წარმოებაში ლიდერობის დემონსტრირებაა“ - წერია განცხადებაში.

ამგვარი რეაქტორი ზომით მცირეა და ნაკლებად მძლავრია ვიდრე ჩვეულებრივი რეაქტორები, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურებში მაგრდება. მათი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მცირე ზომის და რთულად მისადგომ ტერიტორიებზეც შესაძლებელია მისი აშენება.

 

close დახურვა