logo
ENG



აშშ ერაყში თავდაცვითი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებას განიხილავს

31 იან 202009:02
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებული შტატები ერაყში თავდაცვითი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებას განიხილავს. განცხადება ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა გააკეთა.

მარკ ესპერის განმარტებით, მოლაპარაკებები ოფიციალურ ბაღდადთან მიმდინარეობს, ხოლო "პატრიოტის" ტიპის სარაკეტო სისტემების განთავსება მას შემდეგ განიხილება, რაც ირანმა ერაყის სამხედრო ბაზებზე საჰაერო იერიში მიიტანა. ერაყში სამხედრო ბაზაზე 8 იანვარს განხორცილებული თავდასხმის შედეგად ტრავმები 50-მდე ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.


close დახურვა