logo
ENG



აშშ თურქეთის ხელისუფლებას სანქციებს უწესებს

12 ოქტ 201912:13
3 წუთის საკითხავი
 
g9e1twz65gxirt7.jpg

ვაშინგტონი თურქეთის ხელისუფლებას სანქციებს უწესებს. მიზეზი სირიაში დაწყებული სამხედრო მოქმედებებია. სანქციების პაკეტის შემუშავება ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკვე დაავალა ფინანსთა მინისტრს. შეზღუდვები შეიძლება შეეხოს ნებისმიერ პირს და ორგანიზაციას, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს თურქეთის მთავრობასთან. 

ვაშინგტონში შიშობენ, რომ სამხედრო ოპერაცია მშვიდობიან მოსახლეობას და რელიგიურ უმცირესობებს დააზარალებს. სამხედრო ოპერაციის შედეგად დაღუპულია 400-ზე მეტი ქურთი მებრძოლი. დაბომბვის გამო ასი ათასზე მეტ ადგილობრივს საკუთარი სახლების დატოვება მოუხდა. დასავლეთის მოთხოვნის მიუხედავად, რეჯეპ თაიფ ერდოღანი სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს.


close დახურვა