logo
ENG



აშშ პოლონეთთან უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობაზე მუშაობს

06 მარ 202209:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/06/1zi4qwkd75x38jo.jpg

ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთთან უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობაზე მუშაობს. ინფორმაცია ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა. 

"განიხილება, რით შეუძლია დახმარება აშშ-ს, თუ პოლონეთი თვითმფრინავების უკრაინაში გადაყვანას გადაწყვეტს", - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. 

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა ნებისმიერი ქვეყნის "სუვერენული გადაწყვეტილებაა". 

მისივე თქმით, არსებობს გარკვეული ლოჯისტიკური საკითხები, მათ შორის ის, თუ როგორ გადაეცემა თვითმფრინავი პოლონეთიდან უკრაინას.


close დახურვა