logo
ENG



აშშ სომხურენოვან ვებ-გვერდს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს და დაფინანსებას უწყვეტს

10 ივნ 202008:28
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატები აღარ დააფინანსებს სომხურენოვან ვებ-გვერდს, რომელიც კოვიდ 19-ზე დეზინფორმაციას ავრცელებდა. ამის შესახებ განცხადება „რადიო თავისუფლების" სომხურენოვან ბიუროსთან ინტერვიუში, სომხეთში აშშ-ს ელჩმა გააკეთა.

ლინ ტრეისიმ განმარტა, რომ დაფინანსების შეწყევტა ამერიკის ხელისუფლებამ ერთ-ერთი არამთავრობო ორგანიზაციის გამოძიების შემდეგ გადაწყვიტა. კვლევაში ვკითხულობთ, რომ სომხურენოვანი ვებ-გვერდი შეერთებული შტატების საელჩოს გრანტით ფინანსდებოდა და კოვიდ 19-ს როგორც „ყალბ პანდემიას", ვაქცინას კი „ბიოლოგიურ იარაღად" მოიხსენიებდა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ორგანიზაციისთვის გაცემული გრანტის მიზანი ჯანდაცვის სფეროში კორუფციის შემცირებაზე ფოკუსირებული პროექტების დაფინანსება იყო. 


close დახურვა