logo
ENG



აშშ უკრაინას 600 მლნ დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

07 სექ 202323:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/07/fatvc6n3bjxxd8t.png

ამერიკამ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. შესაბამისი განცხადება პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დახმარების ახალი პაკეტი 600 მილიონი დოლარის მოცულობისაა. ცნობილია, რომ ახალ პაკეტში შევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებელი აღჭურვილობა და საარტილერიო საბრძოლო მასალები. ასევე, დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მობილობის სარაკეტო და საარტილერიო სისტემებისთვის (HIMARS), განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობა და სხვა.

"აშშ გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას ჰქონდეს შესაძლებლობები ბრძოლის ველზე, გრძელვადიანი უსაფრთხოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად", - წერია განცხადებაში.


close დახურვა