logo
ENG



აშშ უკრაინას დამატებით $250 მილიონის ოდენობის დახმარების პაკეტს გადასცემს

29 აგვ 202323:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/29/b0cgs0yln454hbi.jpg

აშშ უკრაინას დახმარების დამატებით 250 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენის განცხადებით, დახმარების პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის, HIMARS-ის რაკეტებს, საარტილერიო ჭურვებს, Javelin-ის სისტემებსა და რაკეტებს, ასევე განაღმვის აღჭურვილობას.

"რუსეთმა დაიწყო ეს ომი და ნებისმიერ დროს შეუძლია მისი დასრულება, უკრაინიდან თავისი ჯარების გაყვანითა და სასტიკი თავდასხმების შეჩერებით", - თქვა ბლინკენმა.


close დახურვა