აშშ უკრაინას უსაფრთხოებისთვის დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს.
როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ეს თანხა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა, რათა შესაბამისმა სამსახურებმა უკრაინის საზღვრებზე უსაფრთხოება გააძლიერონ.
"თანხა გამოყოფილია უკრაინის საზღვრებზე უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, ასევე სამართალდამცავი უწყებების მხარდაჭერისთვის და სახელმწიფოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვისთვის", - ამბობს ბლინკენი.