logo
ENG



აშშ უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის შეიარაღებით დაეხმარება

09 დეკ 202223:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/09/mu0jujjvngbzn85.png

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის შეიარაღებით დაეხმარება. ქვეყნის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დახმარების ახალ პაკეტს ხელი უკვე მოაწერა.

პენტაგონში ამბობენ, რომ დახმარების ეს პაკეტი უკრაინას მისცემს ახალ შესაძლებლობებს მისი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, ასევე ქვეყანა მიიღებს საჭირო აღჭურვილობას.

  • დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS);
  • 80000 155მმ-იანი საარტილერიო ტყვიები;
  • უპილოტო საჰაერო სისტემების აღჭურვილობა;
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები;
  • მაღალი მობილურობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანები (HMMWVs), სასწრაფო დახმარების მანქანები და სამედიცინო აღჭურვილობა;
  • დაახლოებით 150 გენერატორი;
  • საველე აღჭურვილობა.

ომის დაწყებიდან დღემდე, საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 20 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია.


close დახურვა