logo
ENG



აშშ ჩინეთს სანქციებით ემუქრება

25 მაი 202012:57
3 წუთის საკითხავი
clock 385

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს სანქციებით ემუქრება. შეზღუდვები იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუკი ჩინეთი ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონს მიიღებს.  მაიკ პომპეოს მრჩეველის თქმით, კანონის მიღება ჰონგ-კონგის ავტონომიას უქმნის საფრთხეს.

თავად შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ჩინეთის ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ჰონგ-კონგის ავტონომიასა და თავისუფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ქვეყნებს შორის  ურთიერთობის გადახედვის მიზეზი გახდება. კანონპროექტი ჰონგ-კონგში მასობრივი გამოსვლების მიზეზიც გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო 8 ადამიანზე მეტის შეკრება ჯერ კიდევ აკრძალულია, ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი. 


close დახურვა