logo
ENG



აშშ ჰამასის 5 მთავარი დამფინანსებლის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ $10 მილიონს გადაიხდის

06 იან 202422:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/06/1ekgolehackhbmv.jpeg

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაშინგტონი ჰამასის 5 მთავარი დამფინანსებლის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 10 მილიონ დოლარს გადაიხდის.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ეს ხუთი პიროვნება ტერორისტებად არიან აღიარებულები.

"აბდელბასიტ ხაზა ელჰასან ჰაირი, ცნობილი როგორც ჰამზა, სუდანში მოღვაწეობს და ჰამასის საინვესტიციო ქსელებს ხელმძღვანელობს. ამერ კამალ შარიფ ალშაფა,აჰმედ სადუ ჯაჰლები და ვალიდ მოჰამედ მუსტაფა ჯადალაჰი თურქეთში ცხოვრობენ და საინვესტიციო საკითხებს იქიდან განაგებენ. მუჰამედ აჰმად ნასრალამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჰამასისთვის ათობით მილიონი დოლარის მიწოდების ოპერაციაში, მას ასევე მჭიდრო კავშირები აქვს ირანის ორგანიზაციასთან". 

აშშ გასცემს ჯილდოს ამ ადამიანების შესახებ ინფორმაციისთვის, ასევე დონორი კომპანიების შესახებ მიწოდებული ცნობების სანაცვლოდ.


close დახურვა