logo
ENG



აშშ–ში და უკრაინაში ამბობენ, რომ დონეცკში მანქანის აფეთქება დადგმული იყო

18 თებ 202223:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/18/5c7m2qqchxbwm1c.jpg

უკრაინის და აშშ–ის ოფიციალური პირების განცხადებით, დონეცკში რუსული ზურგის მქონე სეპარატისტულ შენობასთან მანქანის აფეთქება იყო დადგმული შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის გასაღვივებლად.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დადგმულია ან პროვოკაციაა" – უთხრა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ CNN–ს.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მანქანის აფეთქება "ცრუ დროშის ოპერაციაა" და მსგავსი ინციდენტები, როგორც სეპარატისტული ლიდერების მოწოდებები ევაკუაცაიზე ემსახურება დეზინფორმაციისა და სიცრუის გზით, კონფლიქტში რუსეთის აგრესორად ცნობის ჩახშობას.

დღეს დონეცკიდან გავრცელდა ვიდეო თუ როგორ იწვის მანქანა, რომელიც თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო შენობასთან ახლოს პარკინგზე დგას.

მანამ, უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქების ხმა მთელს ქალაქში გაისმა და საგანებო სიტუაციების მინისტრი შემთხვევის ადგილზეც იმყოფებოდა.

CNN ამბობს, რომ მათი აზრით მანქანა რუსეთში დამზადებული ჯიპია. მათივე თქმით, არ არსებობს გზა, რითაც დამტკიცდება თუ რამ გამოიწვია აფეთქება.


close დახურვა