logo
ENG



აჭარაბეთი, სწრაფი ტესტების შესაძენად, სახელმწიფოს ნახევარ მილიონ ლარს გადასცემს

07 მაი 202015:14
3 წუთის საკითხავი
 

სწრაფი ტესტების შეძენა-ჩამოტანისთვის კომპანია აჭარაბეთი სახელმწიფოს ნახევარ მილიონ ლარს გადასცემს.

გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კომპანია სოციალურ პასუხისმგებლობას იზიარებს და სხვა კომპანიებსაც ამისკენ მოუწოდებს. 

"სრულად ვიზიარებთ სოციალურ პასუხისმგებლობას და მიგვაჩნია, რომ ასეთ დროს აუცილებელია კერძო სექტორის სახელმწიფოს გვერდით დგომა. სწორედ ამიტომ, დამატებით, გამოვყოფთ ნახევარი მილიონი ლარის მოცულობის ფინანსურ რესურსს, რომელიც მოხმარდება საქართველოსთვის სწრაფი ტესტების შეძენასა და ქვეყანაში ჩამოტანას. მნიშვნელოვანია, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება მოტივაცია სხვა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. გვჯერა, ერთობლივი ძალებით, ყველა პრობლემის დაძლევას მოვახერხებთ”, – აღნიშნავენ აჭარაბეთში.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ COVID 19-ის დროს გადადგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. აჭარაბეთი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე, ასევე – პრევენციის მიზნით, მიწის კაზინოების, ტოტალიზატორებისა და სლოტ კლუბების ფუნქციონირება შეაჩერა და დაიწყო საინფორმაციო კამპანია. აჭარაბეთმა მის ხელთ არსებულ ყველა სარეკლამო არხში განათავსა კორონავირუსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეკომენდაციების შესახებ, რომელიც აუცილებელია დაიცვას თითოეულმა ადამიანმა, ვირუსის კიდევ უფრო მეტად  გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. კომპანია აქტიურად განაგრძობს ხალხთან კომუნიკაციას.

გარდა ამისა, სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა უკვე გადარიცხეს  1 მილიონი ლარი, რათა კიდევ უფრო ეფექტურად გატარდეს ყველა საჭირო ზომა საქართველოში, ვირუსის წინააღმდეგ", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


close დახურვა