აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი, მადონა ტაკიძე დაიღუპა. იგი ბათუმში, კლინიკა ბაუში მკურნალობდა და დღეს, 25 ნოემბერს, გამთენიისას გარდაიცვალა.
კლინიკის წარმომადგენელმა, ცირა აბულაძემ ფორმულასთან საუბარში განაცხადა, რომ პაციენტი რეანიმაციურ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იყო, ფილტვების ძლიერი დაზიანებით. მისივე ცნობით, ექიმს რაიმე თანმხლები დაავადება არ ჰქონია.
აქამდე, აჭარაში კორონავირუსმა 5 ექიმი და 1 ექთანი იმსხვერპლა.