logo
ENG



აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა

18 აპრ 202012:24
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან, 4 აჭარაში დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის თქმით, ერთ-ერთი მათგანი ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება და ის 8 აპრილის შემდეგ საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა. რაც შეეხება დანარჩენ 3 პაციენტს, ისინი თურქეთიდან გადმოსული პირები არიან.

ნინო ნიჟარაძე მომავალი კვირიდან შემთხვევების მატებას ვარაუდობს.

„დღეს დილის ინფორმცაციით დაგვემატა 4 ახალი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. 4-ვე გახლავთ საკარანტინე სივრციდან, ოღონდ ერთი ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული, რომელიც 8 აპრილიდან იმყოფება საკარანტინე სივრცეში და გუშინ დაეწყო ჩივილები. დანარჩენი სამი ასევე საკარანტინე სივრციდანაა, ისინი არიან თურქეთთან შეხებაში მყოფი პირები. 4-ვე გახლავთ ზრდასრული და მათი მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი. ყოველდღიურად 100 ლაბორატორიული ნიმუში შედის კვლევაში. ეს არ არის დიდი ციფრი, მაგრამ არის მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა შემთხვევების რაოდენობა გაგვეზარდოს, ვინაიდან ქვეყნის დინამიკას მივყვებით. შემდეგი კვირა შესაძლოა კრიტიკული იყოს და ეს დამოკიდებულია ჩვენზე, თუკი ჩვენ დავემორჩილებით წესებს, შეგვიძლია მართვადი სიტუაცია შევინარჩუნოთ ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, ამ მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 385 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან გამოჯანმრთელებულია 84 პაციენტი გარდაცვლილია - 3.


close დახურვა