logo
ENG



აჭარაში კორონავირუსისგან 3 პაციენტი განიკურნა

06 აპრ 202018:27
3 წუთის საკითხავი
 
aigrgiaoh67pcze.jpg

აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი განიკურნა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

ამ ეტაპზე აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 

"დავიწყებ სასიხარულო ინფორმაციით, აჭარაში გვყავს 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი. გუშინ პირველი ტესტირება გაიარეს და სამივე შემთხვევაში ტესტირება იყო უარყოფითი. ცოტა ხნის წინ დასრულდა მეორადი შემოწმება ბიოლიგიურ მასალაზე. სამივეს პასუხი ისევ არის უარყოფითი. ეს ადამიანები დღეს დატოვებენ საავადმყოფოს და თვითიზოლაციაში გადავლენ. ამის გარდა იყო 16 კვლევა გაკეთებული და ამ პაციენტებსაც კორონავირუსი არ დაუდგინდათ", - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევა დასტურდება. აქედან 41 პაციენტი განიკურნა, 2 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა