აჭარაში კორონავირუსისგან დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ის ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა.
როგორც „ფორმულას“ კლინიკის დირექტორმა ლევან ანთაძემ განუცხადა, პაციენტის განმეორებითმა ტესტებმა უარყოფითი შედეგი აჩვენა და მას დღეს გაწერენ საავადმყოფოდან.