logo
ENG



აჭარაში რესტორნები 22:00 საათის შემდეგ ვერ იმუშავებენ, გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

24 სექ 202013:50
3 წუთის საკითხავი
 

25 სექტემბრიდან, 22:00 საათიდან აჭარის რეგიონში  რესტორნები დაიხურება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ისინი მუშაობას დღის მანძილზე შეძლებენ.

ამასთან, მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.

"აჭარაში ხვალ, 22:00 საათიდან, რესტორნები აღარ იმუშავებენ. ხვალიდან აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება. ეს იქნება მანამ, სანამ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამის საჭიროება იქნება", - თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

24 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 259 შემთხვევა გამოვლინდათბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში დადასტურდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 4 399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.


close დახურვა