logo
ENG



აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა

02 ნოე 201920:19
3 წუთის საკითხავი
 
w2rf5z8xg6dqpi7.jpg

უხვი ნალექის შედეგად, აჭარის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები განვითარდა. 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიის გამო შექმნილია სალიკვიდაციო შტაბი, შესაბამისი სამსახურები კი სრულად აკონტროლებენ სიტუაციას.

"აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიწის მასის ჩამოწოლის შედეგად ჩაკეტილი სავალი ნაწილი ინტენსიურად იწმინდება. ასევე, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. მეწყრული პროცესები განვითარდა ხელვაჩაურში, ქედასა და ქობულეთში. რამდენიმე ოჯახი, რომელსაც სტიქიამ პრობლემები შეუქმნა, უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი. ადიდებულია მდინარეები. წვიმის შედეგად დაიტბორა გელაურის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ეზოები. შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც არსებულ მდგომარეობას სწავლობს", - ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


close დახურვა