კვლავ დაძაბული ვითარებაა ბათუმში. აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა.ერთ-ერთი დაკავებული ნაციონალური მოძრაობის წევრი რეზო ხარაზია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი თანამოაზრეების დაკავება ჰელიუმის ბუშტების გაშვების გამო მოხდა.აღნიშნულს უარყოფს აჭარის პოლიციის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი. ის ამბობს, რომ აქციის მონაწილეების დაკავება არა ბუშტების გაშვებას, არამედ "პოლიციასთან დაპირისპირების მცდელობას" უკავშირდება.
აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებები გრძელდება
02 დეკ 202014:20
3 წუთის საკითხავი