logo
ENG



აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილები შენობაში თორნიკე რიჟვაძის შეშვებას არ აპირებენ

30 ნოე 202011:17
3 წუთის საკითხავი
 

აჭარის მთავრობის სახლი პიკეტირებულია. 

​აქ შეკრებილი დემონსტრანტები არ აპირებენ, შენობაში მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე შეუშვან. 

"ის ჩვენი მთავრობის თავმჯდომარე არ არის და არ აქვს უფლება, ამ შენობაში შევიდეს და განკარგულებები გასცეს. ქოცების ოფისში შეიპაროს და იქიდან აკეთოს ლაივები". - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ისინი თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ, ისევე, როგორც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას. 

საპროტესტო აქცია მთავრობის სახლთან 22 დღეა, მიმდინარეობს. 


close დახურვა