აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელი პიკეტირებულია - პროპორციული სისტემის ჩაგდებას აქციაზე ადგილობრივი მოსახლეობა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აპროტესტებენ. როგორც შსს-მ "ფორმულას" განუცხადა, პოლიციამ 4 მოქალაქე უკვე დააკავა. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ედებათ, რაც სამსახურეორივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები შენობაში შესვალს ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პარლამენტმა გუშინდელი გადაწყვეტილებით და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით, საზოგადოებას სილა გააწნა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.