logo
ENG



აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი: ეს არის შიდა გავრცელება

13 სექ 202013:22
3 წუთის საკითხავი
 

აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის თქმით, რეგიონში უკვე შიდა გავრცელება დაიწყო.

მისი თქმით, ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი უკვე დადასტურებულ პაციენტებთან კონტაქტებია.

"დღეს 88 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ეს არის შიდა გავრცელება, ანუ საზოგადოების ყველა ფენა არის ფაქტიურად, ამიტომ კლასტერული მითითება და მინიშნება უკვე არ იწყება. ძირითადად ყველა ამ დადასტურებული შემთხვევის ძალიან დიდი ნაწილი გახლავთ უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, ამიტომ მუშაობა მიდის ამ მიმართულებით",-აცხადებს რუსუდან შავიშვილი.

დღეს, 13 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 152 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 9-ით გაიზარდა. ამ მონაცემებით ქვეყანაში ვირუსის 2227 შემთხვევაა, მათგან 1369 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 - კი გარდაიცვალა.

 


close დახურვა