აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ორცვაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ქართული ოცნების წარმომადგენლები საარჩევნო სიებით არიან მობილიზებულები.
"არ შევდივართ არსად და არავის არაფერს არ ვეუბნებით. არავისზე ზეწოლას არ ვახორციელებთ", - ამბობს ერთ-ერთი წარმომადგენელი.
ისინი არჩევნებში მომსვლელთა სიებს რვეულებში აღრიცხავენ.