logo
ENG



აჭარის ტელევიზიის 80-მდე ჟურნალისტი გაფიცვის რეჟიმზე გადავიდა

03 მარ 202009:49
3 წუთის საკითხავი
 

აჭარის ტელევიზიის 80-მდე ჟურნალისტი გაფიცვის რეჟიმზე  გადავიდა. პროფკავშირების წარმომადგენლებმა ადმინისტრაციას განცხადება  კოლექტიური დავის შესახებ უკვე ჩააბარეს.

როგორც ალტერნატიული პროფკავშირების ხელმძღვანელი მალხაზ რეხვიაშვილი აცხადებს, თუკი მხარეებს შორის 21 დღის განმავლობაში მოლაპარაკება არ შედგება, მაუწყებლის თანამშრომლები გაფიცვის უფლებას გამოიყენებენ.

„თუ დამსაქმებელთან 21 დღის განმავლობაში შეთანხმება ვერ შედგება, მაშინ წამოიშვება გაფიცვის უფლება. ჩვენ ჩავაბარეთ დოკუმენტი, სადაც რამდენიმე ძირითადი მოთხოვნაა შიგნით. თუ მივაღწევთ შეთანხმებას მოხარულები ვიქნებით. თუ არადა, პასუხისმგებელი საკითხზე იქნება გიორგი კოხრეიძე“, - აცხადებს რეხვიაშვილი.

პროფკავშირები პასუხისმგებლობას მთლიანად  მრჩეველთა საბჭოსა და დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს აკისრებს. ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. 

EMC-ის სოციალური პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი კი მიიჩნევს, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობა რესურსები სარედაქციო დამოუკიდებლობასთან ბრძოლას არ უნდა მოახმაროს.

„ახალი ხელმძღვანელობა რესურს დებს სარედაქციო დამოკიდებულებასთან ბრძოლაში იმის ნაცვლად, რომ გამოასწოროს მდგომარეობა. ამის გამო, ახალი პროფკავშირები აპირებს გაფიცვას. ახალმა ხელმძღვანელობამ უნდა გამოიჩინოს გონიერება და გაითვალისწინოს მათი მოთხოვნები. ჩვენი ორგანიზაცია წარმოადგენს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის შორენა ღლონტის ინტერესებს, რომელიც გამოგონილი დისციპლინარული აგდაცდომის გამო გაათავისუფლეს. ასევე დავიცავთ მაია მერკვილაძის ინტერესებს“, - აცხადებს ერისთავი.


close დახურვა