logo
ENG



აჭარის ტელევიზიის დირექტორად ბათუმის თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი, ირაკლი კიკვაძე აირჩიეს

29 იან 202615:10
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/29/wigsdcoor5sbjsw.jpg

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად ბათუმის თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი, ირაკლი კიკვაძე აირჩიეს. ის ამ თანამდებობას სამი წლის ვადით დაიკავებს. ინფორმაციას მედიაჩეკერი ავრცელებს.

კიკვაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად მესამედ გამოცხადებული კონკურსის ერთადერთი მონაწილე იყო.

მაუწყებლობის შესახებ კანონით, აჭარის ტელევიზიის დირექტორს თანამდებობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით ნიშნავს.

 


close დახურვა