აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
„სტუმარი არ უნდა გააღიზიანო, უნდა გააკრიტიკო, როგორც ძმა და შვილი“, - გიორგი კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიას დირექტორის რანგში პირველი ინტერვიუ მისცა. ის მაუწყებლის მესამე დირექტორია.
პირველი არხის ბორდის ყოფილი წევრი და არხის ახალი მმართველი დირექტორობისთვის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ იბრძოდა. წინა ბორდის პირობებში მას პირველ ორ კონკურსზე მხარდაჭერა საერთოდ არ ჰქონია.
„ჟურნალისტებს მოთმენა უნდა ასწავლო“ - კოხრეიძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა უნდა ისწავლონ, როგორ არ შევიდნენ კონფლიქტში რესპონდენტთან.
აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში გიორგი კოხრეიძემ თანამშრომლებს საჯარო ურთიერთობის ფორმა შესთავაზა და ისიც თქვა, რომ მისი დანიშვნა ამ თანამდებობაზე არც ბიძინა ივანიშვილის და არც ირაკლი ღარიბაშვილის ნებას არ უკავშირდება.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად დაკომპლექტებულმა მრჩეველთა საბჭომ, მეოთხე კონკურსის შედეგად, სამი წლით ვადით, მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძე გუშინ აირჩია.