logo
ENG



აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები საზოგადოებას სოლიდარობისკენ მოუწოდებენ

15 თებ 202020:05
3 წუთის საკითხავი
 

ჟურნალისტების დევნა რეორგანიზაციის საბაბით. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელის მხრიდან არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებისთვის გადადგმული ნაბიჯები უკვე ყველასთვის ნათელია. ბუნდოვანია იმ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მომავალი, რომლებიც მაუწყებელში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ. ჟურნალისტები ამ პოლიტიკის შეცვლის მცდელობაზე ღიად საუბრობენ.

აჭარის მაუწყებელში კრიტიკული აზრისა და ჟურნალისტების შევიწროების მორიგ მცდელობას აჭარაში მოქმედი 6 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა და ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ თვალშისაცემია კრიტიკული აზრის ჩახშობის და ჟურნალისტების დევნის მცდელობა. არასამთავრობოები დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, კარგად  დააკვირდნენ პროცესებს აჭარის ტელევიზიაში.

ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებენ თბილისშიც. მედიაექსპერტებისთვის აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები მოულოდნელი არ არის. მათი თქმით, თავისუფალმედიაზე თავდასხმა დაუშვებელია.

ჟურნალისტები და მედიაექსპერტები პირველები იყვნენ, ვინც კოხრეიძის გენერალურ დირექტორად არჩევის, და აჭარის მაუწყებლის წინა ხელმძღვანელების ნათია კაპანაძისა და ნათია ზოიძის თანამდებობებიდან გათავისუფლების შემდეგ, მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბარი ხმამაღლა დაიწყეს. 

დამყარდება თუ არა საპარლამენტო არჩევნების წინ სრული სახელისუფლებო კონტროლი თავისუფალ მედიაზე და როგორია კრიტიკული ჟურნალისტების მომავალი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ჯერ გაურკვეველია. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები ბრძოლას აგრძელებენ. საკუთარ მაყურებელს არასამთავრობო ორგანიზაციებს და საზოგადოებას ისინი სოლიდარობისკენ მოუწოდებენ.


close დახურვა