აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან. მათ უფლებებს EMC დაიცავს. დღეს ახალი მენეჯმენტის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული ჟურნალისტები და პროდიუსერები შეხვედრებს თბილისში მართავენ, მათ შორის პარლამენტარებთან.
გადის იმ პირობების დაკმაყოფილების ვადაც, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში, აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები გაფიცვას დაიწყებენ. ვითარება აჭარის მაუწყებელში დირექტორის მიერ დაწყებულმა საკადრო პოლიტიკამ დაძაბა. ჟურნალისტებს სჯერათ, რომ ახალ მენეჯმენტს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა სურს. ახალი ამბების მთავარი გამოშვების წამყვანი დღეს დანიშვნიდან ერთ საათში მოხსნეს.