logo
ENG



აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია

20 ნოე 201917:44
3 წუთის საკითხავი
 
14ilbrpai9e8rqb.png

აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია – ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განცხადებას ავრცელებს. საბჭოს განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო პროსახელისუფლებო დირექტორს აირჩევს, რომელიც რა თქმა უნდა, ხელისუფლების ინტერესს გაატარებს და მმართველი ძალისთვის ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას განახორციელებს. საუბარია გიორგი კოხრეიძეზე, რომელიც აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატია. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს ყველას, არ დაუშვან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.

როგორც აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე აცხადებს, "ქართული ოცნება" ეცდება ისეთი კანდიდატის გაყვანას, რომელიც პარტიის ინტერესებს გაატარებს. 

„ქართული ოცნება შეეცდება გაიყვანოს დირექტორად ისეთი კანდიდატი, რომელიც შეასრულებს ხელისუფლების დაკვეთას. ამ წუთში რედაქციაში არის სრული მიუკერძოებელი, კრიტიკული და დამოუკიდებელი პოლიტიკა. ველოდები, რომ ახალი დირექტორი შეეცდება სარედაქციო დამოუკიდებლობის შეცვლას," - განაცხადა მერკვილაძემ.

 

 


close დახურვა