რამდენიმე ადამიანი დაშავდა ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. ზოგიერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ვულკანის ამოფრქვევამდე „თეთრ კუნძულზე" მდებარე სახიფათო ზონაში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა კუნძულზე მყოფი პირების ევაკუაცია განახორციელეს. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია. კუნძული ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს. მას ყოველწლიურად 10 ათასი ვიზიტორი სტუმრობს.